კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთს ამ დრომდე ეძებენ

08-05-2024 11:56:53 საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ,,ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში შევიდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.

ავტომობილში მყოფი პირებიდან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი დაღუპული იპოვეს, მესამეს კი ეძებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები