აშშ-მა ისრაელისთვის მძიმე იარაღის მიწოდება შეაჩერა

08-05-2024 11:54:40 მსოფლიო

7 მაისის რამეს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აშშ-მ ისრაელისთვის მძიმე იარაღის მიწოდება შეაჩერა.

როგორც ცნობილია, აშშ-მა 1800 ერთეული 2000 ფუნტიანი და 1700 ერთეული 500 ფუნტიანი ბომბები ისრაელს არ მიაწოდა იმ მიზეზით, რომ ისრაელს შესაძლოა ისინი რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციისას გამოეყენებინა.

"რადგან ისრაელის ლიდერები მივიდნენ ამ ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებამდე, ჩვენ დავიწყებთ ზოგიერთი ტიპის იარაღის მიწოდების გადახედვას, რაც შესაძლოა რაფაში გამოიყენონ" - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ეს პირველი შემთხვევაა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, როცა აშშ-მა ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი რაფაში სახმელეთო ოპერაციის იდეას ეწინააღმდეგება.

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯერჯერობით ისრაელის ოპერაცია რაფაში მცირე მასშტაბის და ლოკალიზებულია, თუმცა აქვს პოტენციალი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები