დანიის საგარეო: მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

03-05-2024 02:24:38 პოლიტიკა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება.

„დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან“, - ვკითხილობთ განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.

უწყება აღნიშნავს, რომ „აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ".

მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები