აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსთაველის გამზირს აარიდონ თავი

03-05-2024 01:09:34 საზოგადოება

შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს.

საელჩოს საიტზე მითითებულ ინფორმაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.

საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება.

აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაიწლეებსა და სამართალდამცავებს შორის.

ამასთან, „უსაფრთხოების მიზეზების გამო, აშშ-ის საელჩო თბილისში კრძალავს სასტუმროების გამოყენებას ქვემოთ წითლად ასახული ტერიტორიის შიგნით“ ამერიკის მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც შეიძლება თბილისში იმყოფებოდეს.

ამასთან, საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე დროის გარკვეულ მონაკვეთებში აღნიშნულ ტერიტორიებზე ეზღუდებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები