ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ვითარება ძალიან საგანგაშოა

03-05-2024 00:50:08 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოსი არსებულ ვითარებას „ძალიან საგანგაშოდ” აფასებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია გმობს გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას.

"ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა.

ლატვია გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ძირს უთხრის",– წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები