მაია სანდუ: მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას

03-05-2024 00:35:18 პოლიტიკა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს.

„მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, - ხალხისა, რომელიც ავლენს ურყევ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ“, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი X-ზე.

სანდუ წერს, რომ მოლდივა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, "გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს, მიიჩნევენ, რა რომ ის ქვეყანას აშორებს ევროკავშირს და აახლოებს რუსეთთან. ორი კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს მასშტაბური აქციები მიუხედავად არაერთი დაშლის მცდელობისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები