რა გაძვირდა და გაიაფდა აპრილში

02-05-2024 12:04:59 საზოგადოება ,ეკონომიკა

საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატი ინფლაციას 300-ზე მეტი საქონლის ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ადგენს.

საქსტატის მიხედვით, აპრილში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებულ საქონელს შორის სურსათი ჭარბობს, ხოლო გაძვირებულ საქონელს შორის არის საწვავი.

2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:

ხახვი -39%, ანტიბიოტიკები -36%, წიწიბურა -34%, კარტოფილი -30%, ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -23%, ლიმონი -22%, ტელევიზორი -21%, მზესუმზირის ზეთი -21%, ბავშვის კოლგოტი -20%, ნათურა-19%.

2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი:

ნიორი 110%, ვაშლი 69%, ატამი 68%, ქლიავი 59%, ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება 58%, ავტომობილის რეცხვის გადასახდელი 40%, ყურძენი 40%, მსხალი 34%, მღებავის მომსახურება 33%, ბენზინი 30%.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები