პარლამენტი ონლაინმედიას არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე დაუშვებს

29-04-2024 09:34:41 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი, „სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზეზით 29 აპრილს საპარლამენტო აპრილის პლენარულ სხდომაზეც არ დაუშვებს ონლაინმედიის წარმომადგენლებს.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უსაფრთხოების“ მიზეზით ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება არ მიეცათ 15 და 19 აპრილს, - მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონი“ განსახილველად დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში.

„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.

დღეს კანონპროექტი მეორე მოსმენით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

ჯერ დაუზუსტებელია, როდის გაიტანენ პროექტს პლენარულ სესიაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები