გახარია: ჩვენ შეიძლება გავიმეოროთ ისეთი ტრაგიკული ისტორიული პროცესი, რომელიც იყო 1918–1921 წლების შემდეგ

25-04-2024 18:11:13 პოლიტიკა ,ციტატა

„დღეს საქართველოში პირველად ხდება, რომ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ. შემთხვევითია ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ იცოდეთ, რომ მაგალითად, 2019, 2020 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი სკეპტიკური ქვეყნები, როგორებიც არიან: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია...გააღებდნენ ევროკავშირის კარს საქართველოსთვის და გვეტყოდნენ, „გელოდებით, მეგობრებო, შემოაბიჯეთო“. ეს ხდება დღეს და ვის აქვს იმის უფლება, ან ვინ აიღებს საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ ეს შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან?! შედეგად იცით რა იქნება? საქართველო, ჩვენი სამშობლო დარჩება სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში! დარჩება ცივილიზაციურად რუსეთის და ავტორიტარული რეჟიმების მხარეს და არავინ არ იცის, კიდევ რამდენი წელი დასჭირდება ქვეყანას, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ჩვენ შეიძლება გავიმეოროთ ისეთი ტრაგიკული ისტორიული პროცესი, რომელიც იყო 1918–1921 წლების შემდეგ. ვინ აიღებს ამას თავის თავზე? ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ და ვფიქრობ, ეს არის ის პოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც იხსენაბა წინასაარჩევნოდ. ეს ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ“,– თქვა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები