„აწარმოე საქართველოში“–ს დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე გაგვიჭირდებოდა ჩვენი პროექტების დაფინანსება

25-04-2024 14:29:06 პოლიტიკა ,საზოგადოება

USAID–ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი „აგენტების შესახებ კანონს აკრიტიკევს. მან განცხადება იმ პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამერიკული სააგენტოს დახმარებით ახორციელებს.

თავად სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ხაზს უსვამს დონორების მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობას, თუმცა იმავდროულად თავს არიდებს „აგენტების კანონზე“ საუბარს, რომელიც „უცხო ძალად“ აცხადებს დონორებს, ხოლო მათგან ფინანსების მიმღებებ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაორგანიზაციებს – უცხო ძალის ინტერესების გამტარებად.

„მხოლოდ იმის თქვა შემიძლია, რომ დადებითად ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მეტსაც გეტყვით, წელიწადში ორჯერ ჩავდივართ ვაშინგტონში, სადაც USAID–ის ხელმძღვანელობასთან გვაქვს შეხვედრა და გავლა ამ საკითხების. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის იყო სამაგალითო და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება თავად კანონზე კითხვებს, ალბათ, უფრო სწორი იქნება, კანონში გარკვეულ კანონმდებლებს ვკითხოთ. ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია, დავახასიათო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ“,– თქვა ხიდურელმა ჟურნალისტებთან.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, იმდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ არა ისინი, გაგვიჭირდებოდა ჩვენი პროექტების დაფინანსება“.

თავის მხრივ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის თქმით, "როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა განაცხადა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება. შესაძლოა, ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო. შესაბამისად, ამას ექნება გავლენა, როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალშიც“, – თქვა პენელმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები