სიკორსკი: რუსეთის მიერ NATO–ს რომელიმე წევრზე თავდასხმა მის გარდაუვალ მარცხს გამოიწვევს

25-04-2024 13:35:56 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ხუთშაბათს სეიმში განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე აუცილებლად გამოიწვევს მის დამარცხებას.

„ალიანსს ჰყავს სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე, აქვს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი და ოთხჯერ მეტი გემი, ვიდრე რუსეთს“, - განმარტა მინისტრმა RMF FM–ის ცნობით, სეიმში, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა.

სიკორსკიმ გაიხსენა, რომ „რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ 1 მილიონ 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა“. ნატოს სამხედრო პერსონალი - დამატებითი მობილიზაციის გარეშე - სამ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია, რაც თითქმის სამჯერ აღემატება რუსეთის მაჩვენებელს.

ამასთან, მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 45 ტრილიონ დოლარზე მეტია, ხოლო რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 2,2 ტრილიონი დოლარი, ანუ 20-ჯერ ნაკლები, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ „2022 წელს ნატოს თხუთმეტმა ქვეყანამ, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, თავდაცვაზე 1,17 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, ხოლო რუსეთმა – მხოლოდ 86,4 მილიარდი დოლარი, რაც თითქმის 14-ჯერ ნაკლებია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები