მოლდოვაში სამართალდამცავებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩაატარეს ჩხრეკა

25-04-2024 13:20:27 მსოფლიო

მოლდოვაში პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის დევნის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩხრეკა ჩაატარეს. წერს Jurnal.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დაკავებული არავინაა და დეტალებს გაამჟღავნებებ მას შემდეგ, როდესაც გამოძიების მსხვლელობა მისცემთ მათ ამის შესაძლებლობას.

უწყებაში ჩხრეკის ფაქტი დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპსოიმ.

„ამჟამად მიმდინარეობს არაერთი საპროცესო მოქმედება, რომელიც პროკურატურამ დააანონსა, მაგრამ პროცედურული სტატუსი არ არის მინიჭებული და დაკავება არ მომხდარა. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვავლენთ ღიაობას და ვთანამშრომლობთ მიმდინარე გამოძიებასთან“, - აღნიშნა მან.

ტელეგრამ–არხებით გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება საკონსულო დეპარტამენტის უფროსის ვასილი მირკოსის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც, თითქოს, საკუთარ სახლში ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა: „არ მაქვს უფლება, გავამჟღავნო იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე პროკურატურამ გაავრცელა“.

ერთი დღით ადრე მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება და სასამართლოს გადასცა საქმე გაგაუზიის ბაშკანის და არაკონსტიტუციური "შორის" პარტიის ოფისის ხელმძღვანელის ევგენია გუცულის წინააღმდეგ.

მანამდე მოლდოვაში სამართალდამცავებმა ჩაატარეს 150 ჩხრეკა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს გაქცეული ოლიგარქის ილან შორის ჯგუფის მხარდამჭერების განზრახვის თაობაზე, არალეგალურად შეეტანათ ქვეყანაში ფულადი სახსრები და ჩამოართვეს 20 მილიონ ლეიზე მეტი (1,12 მილიონი დოლარი).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები