მედია: იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

25-04-2024 11:23:29 საზოგადოება

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი, – იუწყება იტალიური მედია.

მისი ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები