სააგენტო: თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

25-04-2024 10:08:35 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, აგრძელებენ უწყვეტ მონიტორინგს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები