ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა

25-04-2024 00:32:14 საზოგადოება

"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ მსვლელობებს მას მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, მსხვლელობა ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

დემონსტრანტებმა მსხვლელობა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც დააფიქსირეს თავიანთი ურყევი ნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული. ამის შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

"სანამ ამ კანონს უკან არ გაიწვევენ, არ მოვასვენებთ", - ამგვარია ახალგაზრდების პოზიცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები