გოჩა ქიმაძე: ადიგენის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა

24-04-2024 21:51:38 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ადიგენის სოფლების სამყური-ღორძეს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის ღირებულება 580 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში 1193 გრძივი მეტრის მონაკვეთზე ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით.

სამუშაო პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით კი მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სოფლებში მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ, ისინი კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“-აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები