იტალიაში რაჰმონის ვიზიტის დროს რვა ტაჯიკი აქტივისტი დააკავეს

24-04-2024 18:32:16 მსოფლიო

ტაჯიკური ოპოზიციური მოძრაობა „ჯგუფი 24“-ის აქტივისტების ინფორმაციით, 23 აპრილს იტალიაში პოლიციამ მოძრაობის რვა წევრი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ვიზიტის პარალელურად რომში იგეგმებოდა საპროტესტო აქცია. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რომში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ტაჯიკი აქტივისტები, მათ შორის იყვნენ „ჯგუფი 24“-ის წევრებიც.

რაჰმონი ოფიციალური ვიზიტით 22 აპრილს ჩავიდა იტალიაში და შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს. ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები რაჰმონს სისტემატურად აკრიტიკებენ მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უგულებელყოფისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები