IDF–მ ლიბანში, „ჰეზბოლას“ 40-მდე ობიექტზე მიიტანა იერიში

24-04-2024 18:20:22 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ 40-მდე ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.

„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ „ჰეზბოლას“ 40-მდე ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშების სამიზნეს აიტა ალ-შააბის გარშემო არსებული იარაღის საწყობები წარმოადგენდა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მეთაურების ნახევარის ლიკვიდაცია განახორციელეს.

"სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს" - თქვა იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობას ქალაქ საფედში სტუმრობისას.

გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს. როგორც ცნობილია, ისრაელი ამ მიმართულებით რამდენიმე ალტერნატიულ პოლიტიკას ამუშავებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები