პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა

24-04-2024 13:30:06 პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს გახდა ცნობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ იგი გრიგორიადისს შეიწყალებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები