საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24-04-2024 13:26:29 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.

თავდაცვს უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუციისა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის. ყურადღება გამახვილდანატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილ წვლილზე. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიური მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები