აშშ–ის საელჩო: საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მლნ დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით

24-04-2024 13:02:04 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მლნ დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა.

"საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 13 მლნ დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის", – ნათქვამია დილომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ნფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები