ლაზარე გრიგორიადისი ციხეს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

24-04-2024 12:00:41 სამართალი

"აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

"განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით, ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ", - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

გადაწყვეტილება გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს გახდა ცნობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ იგი გრიგორიადისს შეიწყალებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები