მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაუხადა, მსახურება აუკრძალეს

24-04-2024 11:38:37 მსოფლიო

მღვდელს, რომელმაც ციხეში დაღუპულ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პანაშვიდი აგადაუხადა, მსახურება აუკრძალეს, იუწყება ტელეგრამ–არხი "სირენა" შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით.

არხის ცნობით, დოკუმენტი გაცემულია მოსკოვის საპატრიარქოს მიერ და მას პატრიარქ კირილის ხელმოწერა აქვს.

განკარგულების თანახმად, მღვდელ დიმიტრი საფრონოვს 15 აპრილიდან ეკრძალება მღვდლმსახურება სამი წლის განმავლობაში, კურთხევის გაცემა და სამღვდელო ჯვრის ტარება. ის დაქცეითებულია ფსალმუნის მკითხველის წოდებამდე. დოკუმენტში აკრძალვის მიზეზი არ არის მითითებული.

საფრონოვი 40 დღის განმავლობაში უხდიდა ნავალნის პანაშვიდებს, დაესწრო დაკრძალვას ალექსის ოჯახთან ერთად და შემდეგ იგალობა პოლიტიკოსის საფლავზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები