ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანს ეწვია

24-04-2024 11:22:44 მსოფლიო

ფხენიანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 2024 წლის აპრილის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანს ეწვია.

დელეგაციაში იყო მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი იუნ ჩენ ჰო.

მედია აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის იშვიათია. მინისტრი იუნ ჩენ ჰო ასევე აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ვაჭრობის და კავშირების გაძლიერების პროცესში.

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის აღნიშნული დელეგაცია აპრილში მოსკოვსაც ეწვია.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ვიზიტის დეტალების შესახებ არ იტყობინება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები