აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

24-04-2024 09:59:23 მსოფლიო

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების 95 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 79-მა სენატორმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო.

სენატის მიერ მხარდაჭერილი ოთხი კანონპროექტიდან:

  • პირველი უკრაინისთვის 60.8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს;
  • მეორე ისრაელის დახმარებას და ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი და 26.4 მლრდ დოლარს მოიცავს;
  • მესამე კანონპროექტით გათვალისწინებულია 8.1 მლრდ დოლარის გამოყოფა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ძირითადად მიმართულია რეგიონში, მეტწილად ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად;
  • მეოთხე კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციებს გაზრდა რუსულ აქტივებზე, ახალი სანქციები ირანისთვის, ამასთან კანონპროექტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვიან ვადას უწესებს სოციალური ქსლის TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.

კანონპროექტი ძალაში შევა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, ცნობილია, რომ ბაიდენი მზადაა, კანონპროეტს ხელი მიღებისთანავე მოაწეროს.

დახმარების პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ 20 აპრილს მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები