მედიაკოალიცია: გრძელდება ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ

23-04-2024 18:23:34 საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს „ფორმულას” ჟურნალისტზე ია სართანიაზე თავდასხმის ფაქტი.

კოალიციის ცნობით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმა არის გახშირებული, რასაც ,,ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტირების მცდელობა და კომენტარები, რომლებიც თავისუფალი მედიის მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად”.

„ჟურნალისტებზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ფორმულას” ცნობით, გუშინ მეტროში ტელეარხის ჟურნალისტ ია სართანიას უცხო პირი თავს დაესხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები