WSJ: აშშ სანქციებს ამზადებს ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო

23-04-2024 14:29:23 მსოფლიო

შეერთებული შტატები მუშაობს სანქციებზე, რამაც ზოგიერთი ჩინური ბანკი შესაძლოა, მოწყვიტოს გლობალურ ფინანსურ სისტემასთან. ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამ გზით ამერიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აიძულებს პეკინს, „შეაჩეროს რუსული სამხედრო ინდუსტრიის სავაჭრო მხარდაჭერა“.

WSJ-ის ცნობით, პეკინის დახმარებამ მოსკოვს საშუალება მისცა აღედგინა სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი, რადგან ჩინეთი არის რუსეთისთვის მიკროსქემების, თვითმფრინავების ნაწილების, მანქანებისა და ჩარხების მთავარი მიმწოდებელი. ჩინური ბანკები ასრულებენ მთავარი შუამავლის როლს რუსეთში კომერციულ ექსპორტში, ამუშავებენ გადახდებს და აწვდიან მომხმარებელ კომპანიებს სესხებს სავაჭრო ტრანზაქციებზე, ხაზს უსვამს გამოცემა.

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები, როგორც WSJ წერს, აღიარებენ, რომ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნება პეკინთან უთანხმოების „ესკალაციის“ ვარიანტი, თუ დიპლომატიური მცდელობები ვერ დაარწმუნებს ჩინეთის ხელისუფლებას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში ექსპორტის შეზღუდვის შესახებ.

24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამდღიანი ვიზიტით ჩავა ჩინეთში. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, პეკინმა შეწყვიტოს რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერა.

"ჩინეთს ვერ ექნება ერთიც და მეორეც", - თქვა ბლინკენმა, "მას არ შეუძლია, მოითხოვოს პოზიტიური, მეგობრული ურთიერთობები ევროპულ ქვეყნებთან და ამავე დროს, წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ცივი ომის დასრულების შემდეგ."

ჩინეთმა ადრე გაითვალისწინა დასავლეთის გაფრთხილებები, რომ არ მიეწოდებინა იარაღი რუსეთისთვის, მაგრამ საქონლის ექსპორტი, რომელსაც ასევე აქვს სამხედროდანიშნულება, ბოლო დრომდე იზრდებოდა.

2024 წლის მარტის ბოლოს, ჩინელმა მწარმოებლებმა პირველად, წელიწადნახევრის განმავლობაში, შეამცირეს მანქანების, აღჭურვილობისა და მექანიზებული კომპონენტების პირდაპირი მიწოდება რუსეთში, იტყობინება RBC, PRC-ის საბაჟო სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით.

კლებამ 2023 წლის მარტთან შედარებით 15% შეადგინა. Bloomberg-მა აპრილში დაწერა, რომ მარტში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ შეერთებული შტატების მხრიდან ჩინურ ბანკებსა და კომპანიებზე სანქციებით გაზრდილ ზეწოლას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები