Politico: აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების გაფართოებულ პაკეტს ამზადებს, რომელიც ჯავშანტექნიკასაც მოიცავს

23-04-2024 14:04:06 მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებულ პაკეტს ამზადებს, რომელიც არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა ჯავშანტექნიკას მოიცავს. ამის შესახებ Politico ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი თქმით, "ბრედლის" ქვეითი საბრძოლო მანქანები შესაძლოა, მიწოდების ნაწილი იყოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პაკეტში შევა სამხედრო ავტომობილები HMMWV, M113 ჯავშანტრანსპორტიორები და რაკეტები.

მოსალოდნელია, რომ სენატი კანონს დღეს, 23 აპრილს მიიღებს და ბაიდენს ხელმოწერისთვის გაუგზავნის.

20 აპრილს კანონპროექტმა, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები