ბრიტანეთი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

23-04-2024 10:46:42 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონ ფუნტს (617 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს და უკრაინელებს გადასცემს სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს.

გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს, 23 აპრილს გამოცხადდება, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკის პოლონეთში ვიზიტის დროს.

პაკეტი მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორის Storm Shadow-იმსს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, ოთხ მილიონამდე ვაზნას.

ეს პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის.

"უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე", - თქვა სუნაკმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები