რუსეთი ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება

23-04-2024 09:30:28 მსოფლიო

რუსეთი ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება.

"საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული ოთხი რაკეტა გაანადგურეს", - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები