შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს

22-04-2024 22:59:48 საზოგადოება

ახალგაზრდები, რომლებიც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ყოველდღიურად მართავენ მსხვლელობებს, "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც შსს განმარტავს, შსს–ს თანამშრომლები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოუწოდებენაქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, "არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს".

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები