საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

22-04-2024 22:18:21 საზოგადოება ,რეგიონები

22 აპრილს, საღამოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სულ მცირე სამი სოფელი დაისეტყვა. საუბარია კაკაბეთზე, მანავზე და დიდ ჩაილურზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები, თუმცა ზარალის მასშტაბი ჯერ არ იციან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები