ოკუპანტები დვანთან კონსტრუქციებს აგებენ

20-04-2024 14:53:48 კონფლიქტები ,საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი კონსტრუქცია განათავსეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონსტრუქციები 300-მეტრიანი დისტანციით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 30 მეტრით არის დაშორებული.

დვანელები ამბობენ, რომ ოკუპანტები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა, რაც მუშაობენ და საინჟინრო ნაგებობებს ამონტაჟებენ, მავთულხლართების გარდა იქ ორი სათვალთვალო ჯიხურიც ჩადგეს. ადგილზე პატრულირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფლის ოკუპირებულ ნაწილში პერიოდულად ხორციელდება უკანონო სამუშაოები, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. მათივე ცნობით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები