რუსეთის რვა რეგიონზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

20-04-2024 14:23:14

20 აპრილის ღამეს რუსეთის რვა რეგიონში ორმოცდაათი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყების მტკიცებით, 26 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, 10 – ბრაიანსკის, რვა კურსკის ოლქის თავზე, ორი ტულის რეგიონში და თითო სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის რაიონებში.

ბრაიანსკის ოლქზე მიტანილი შეტევის შედეგად ხანძარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს გაუჩნდა.

დრონმა ასევე დააზიანა კალუგის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

სმოლენსკის ოლქში საწვავი და საპოხი მასალების კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც კურსკის ოლქში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონებს ხშირად უტევენ დრონებით. რუსეთი ამაში უკრაინას ადანაშაულებს, თავად კიევი ოფიციალურად არ აკეთებს კომენტარს.

თავის მხრივ, ოდესის რეგიონში, რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იტყობინება უკრაინული მხარე. მათი ცნობით, განადგურებულია კონტეინერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, რომლებიც უნდა გატანილიყო აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები