სტოლტენბერგი: NATO-ს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

19-04-2024 20:50:02 პოლიტიკა

NATO– ს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-NATO–ს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"NATO– ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ალიანსმა გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იგი მიესალმა გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებას უკრაინაში დამატებითი "პატრიოტის" სისტემის გაგზავნის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, პატრიოტების გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც მოკავშირეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მათ შორის SAMP/T.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში დანიამ ახალი ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ, ხოლო ნიდერლანდებმა გამოაცხადა დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფა სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩეხეთმა კი დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივის წყალობით ნახევარი მილიონი ჭურვი შეიძინა.

სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის კონგრესში ხვალ, 20 აპრილს, უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრას და ელოდება, რომ ახალი დახმარება შეფერხების გარეშე დამტკიცდება.

"უკრაინა იყენებს ჩვენს მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები