ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა

19-04-2024 18:24:30

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმის ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა, სადაც ქვეყნის დამცველი ჯარისკაცები მოინახულა და საფორტიფიკაციო ნაგებობები დაათვალიერა.

ზელენსკი შეხვდა დაჭრილ სამხედროებსაც, რომლებიც მკურნალობას ქალაქ სლავიანსკში გადიან.

"ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება. და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დატოვა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა, რუსი სამხედროები კიდევ აგრძელებენ იერიშებს მთელი დონეცკის რეგიონის ოკუპაციის მიზნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები