შს მინისტრი: შვიდ ნარკოტიკულ საშუალებაზე საკანონმდებლო დონეზე დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესი

19-04-2024 17:07:53 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც 7 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ოდენობების დადგენას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ცვლილება ნარკოდანაშაულს შეამცირებს

„2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურმა დეპარტამენტმა საერთაშორისო კომპანიისგან შეისყიდა 7 ნარკოტიკული ნივთიერების სტანდარტული შესადარებელი ნიმუში, რაც ლაბორატორიული შემოწმების გზით შესაძლებელს ხდის აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე კონკრეტული ოდენობის დადგენას. ერთ-ერთია "ალფა პვპ", რომელიც ძალიან გავრცელებულია სამწუხაროდ, ასევე "მეფედრონი", "გამა-ოქსიერბო მჟავა", "მდპვ", "ბენზილპიპერაზინი", "ალპინაკი" და "დმტ". პარლამენტში უკვე დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რითაც 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე საკანონმდებლო დონეზე დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესი. თუნდაც 1 ტონა ამოგვეღო "ალფა პვპ", პატიმრობა არ ეფარდებოდათ ამ ადამიანებს. ამ დროს, შეიძლება, 15-დან 20 წლამდე მიესაჯოს. როცა მიიღებთ და მხარს დაუჭერთ ამ კანონს დაისჯებიან ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. რასაც თქვენ იძახით, რომ დადიან და სადარბაზოებში დებენ, ჩიჩქნიან მინდვრებში, შემცირდება“,- განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები