ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

19-04-2024 12:19:36 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას.

კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება.

ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

ოპოზიცია ამბობს, რომ შეღავათი ერთი ადამიანისთვის – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის წესდება, რომელსაც ძირითადი კომპანიები სწორედ რომ ოფშორულ ზონებში აქვს დარეგისტრირებული. მათი ხედვით, ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქციებს ელის და სწორედ ამიტომ სურს აქტივების საქართველოში გადმოტანა. ამასთან, ოპოზიციაში შიშობენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში რუსული ფული შემოვა, შედეგად საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახება.

იხილეთ ასევე: მოულოდნელი ცვლილებები "ქართული ოცნებისგან" – რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი?

ხუხაშვილი: როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, საქართველოში პირდაპრ წამოვა კრიმინალური და რუსული „ეფესბეს“ „ობშიაკების“ შავი ფული!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები