რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, 8 ადამიანი

19-04-2024 10:25:53 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიღუპა, სულ მცირე. 8 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნიპროში დაიღუპა 2, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში 6 ადამიანი. ამ ქალაქებსა და კრივოი-როგში დაჭრილია 20-მდე ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები