მედია: საქართველოს ელჩი ბუნდესტაგში "აგენტების კანონზე" სასაუბროდ დაიბარეს

18-04-2024 21:00:57 პოლიტიკა

საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში ქართული ოცნების მიერ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ სასაუბროდ დაიბარეს.ამის შესახებ გამოცემა "რეალპოლიტიკა" ევროკავშირის სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მთავარი თემა ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება.

კონკრეტულად როდის გაიმართება შეხვედრა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც მოქალაქეების მასობრივ პროტესტს იწვევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები