ავარია სენაკში, არის მსხვერპლი

18-04-2024 20:05:31 სამართალი ,რეგიონები

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა ერთი, დაშავდა ოთხი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე საშუალოდ ფასდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები