არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლებენ

18-04-2024 19:36:01 საზოგადოება

არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური იტყობინება.

სამსახური მიზნად "გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას" ასახელებს.

როგორც განიმარტა, უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს“, – დასძენენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები