კუპრაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

18-04-2024 19:18:02 საზოგადოება ,სამართალი

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან მედიასთან პოლიციელთა მხრიდან ძალადბაზე ისაუბრა.

"არა რუსულ კანონს! ვერანაირი დაკავებებით, მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობით ვერ შეაშინებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და იცავდნენ საქართველოს ინტერესებს. ცხადია, რომ მსგავსი სისასტიკით დარბევა არ მახსოვს მე, ადამიანს, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც ვდგავარ აქციებზე საქარველოს ეროვნული ინტერესებისთვის, პროევროპული არჩევანისთვის...ეს იყო სასტიკი დარბევა! ადამიანის მიშველებისთვის (ძირს დაგდებულს ურტყამდნენ) უმიზეზოდ დამაკავეს"- თქვა კუპრაძემ.