"პროტესტი არ უნდა შეწყდეს" – 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

18-04-2024 16:08:37 საზოგადოება

"არა რუსულ კანონს!" - დღეს, 18 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია განახლდება.

"პროტესტი არ უნდა შეწყდეს!

დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს

არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე.#არარუსულმთავრობას #არარუსულკანონს ყველა პარლამენტთან"– ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც მასობრრივ პროტესტს იწვევს.