პრეზიდენტი: არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო

18-04-2024 13:53:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების თემა იქნება "რუსეთი თუ ევროპა". ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში [ თბილისში განვითარებულ მოვლენებს] ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება. ეს ტრენდია და უნდა იქცეს სტრატეგიად და მიმართული უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება : რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები