ბრიტანეთის ელჩი: ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება

18-04-2024 12:19:29 პოლიტიკა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

"დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და მე ამ ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამ კანონის გავლენის შესახებ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერები ვართ მთელ მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ასე რომ, ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის მის მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენ ამის შესახებ უკვე გარკვევით განვაცხადეთ. ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და თქვენს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ გსურს, ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განმარტავს და რას გადაწყვეტს", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები