უკრაინა: 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გავანადგურეთ

18-04-2024 12:00:26 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა 18 აპრილის ღამეს უკრაინის მასშტაბით Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს,– იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურზე ნიკოლაი ოლეშჩუკი.

მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, პოლტავას, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ცამეტივე დრონი ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები