დენის შმიგალი: თუ უკრაინა წააგებს რუსეთთან ომს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება

18-04-2024 11:00:49

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გამოდის გაფრთხილებით, რომ უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ამის შესახებ მან BBC–სთან ისაუბრა.

„თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა, მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – ამბობს შმიგალი აშშ–ის კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების შეფერხების ფონზე.

შმიგალმა კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი კენჭისყრის მიმართ.

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელა 17 აპრილს. დაღუპა 18, დაშავდა 77 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. უკრაინა ამ სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსკუთრებით აშშ-სგან მიწოდების შემცირების გამო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 20 აპრილს ჩაატარებს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები