აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს და „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს

18-04-2024 01:43:43 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობას მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, კვერცხები ესროლეს.

ისინი სკანდირებენ “საქართველო” , “რუსებო”, “მონებო”.

გარდა ამისა, დემონსტრანტებმა აქციაზე “ქართული ოცნების” დროშებიც დაწვეს.

"აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. უცნობია აპირებს თუ არა პრემიერი აქციის მონაწილეებთან შეხვდეს.

აქციის მონაწილეები "აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები