ზურაბიშვილი – პესკოვის განცხადებაზე: ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს

17-04-2024 20:27:46 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს".

“არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე. ძალიან გასაკვირია, რომ ამ "რუსულ კანონს" ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ნათელია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-სთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები